ლეილა კუკავა
Wednesday, February 26, 2014
Saturday, December 14, 2013
გაკვეთილის გეგმა ისტორიაში, მე–7 კლასი
გაკვეთილის თემა: ალექსანდრე მაკედონელი
გაკვეთილის მიზანი:
- სხვადასხვა წყაროდან საჭირო
ინფორმაციის მოპოვების უნარის განვითარება.
-მოპოვებული ინფორმაციის გააზრებისა
და მოწესრიგების უნარის განვითარება.
-განზოგადოების უნარის განვითარება მნიშვნელოვანი ცნებების შინაარსის გაგება და ამ ცნებების ოპერირების უნარის განვითარება.
–კომუნიკაციის უნარის განვითარება.
ძირითადი რესურსი:
სახელმძღვანელო, რუკები,
კონტურული რუკები, კომპიუტერი, პლაკატები, ვიდეო-და აუდიო მასალები, დოკუმენტური წყაროები
გაკვეთილის მსვლელობა:
- მოსწავლეთათვის გაკვეთილის თემის გაცნობა 10 -
წთ
– ჯგუფებში მუშაობა
– 15 წთ.
- ზეპირი პრეზენტაცია –15 წთ
- შეფასება – 5 წთ
ძირითადი აქტივობა:
1.
ჯგუფური მუშაობა
2.
პრეზენტაცია./ ჯგუფური მუშაობის შედეგები/
3.
დამოუკიდებელი სამუშაო . / შეფასებისა და დასკვნების წერილობით
ჩამოყალიბება/
ძირითადი კითხვები:
მოსწავლეები უპასუხებენ შემდეგ კითხვებზე:
1.
ვინ
იყვნენ მაკედონელის მასწავლებლები?
2.
ჩამოთვალეთ
ის ქვეყნები და რეგიონები რომლებიც ალექსანდრემ დაიპყრო?
3.
სად
წააწყდა ალექსანდრე ყველაზე მედგარ წინააღმდეგობას?ომ
გახდა ალექსანდრე იძულებული ინდოეთიდან უკან მობრუნებულიყო?
4.
როდის
გარდაიცვალა ალესანდრე მაკედონელი და რა ცნობები არსებობს მისი გარდაცვალების შესახებ?
საშინაო დავალება :
წყაროებზე დაყრდნობით
და ინტერნეტის დახმარებით დაწერონ თემა:
„ალექსანდრე მაკედონელის
პიროვნება და მისი ლაშქრობები“?
შეფასება: მოსწავლეებს შევაფასებ ჯგუფური მუშაობით, აქტიური მსჯელობის
უნარით.
თვითშეფასება : მოსწავლეები მსჯელობენ ისტორიული მოვლენების მიზეზებზე, მიზნებზე და შედეგებზე
.აანალიზებენ ალექსანდრე მაკედონელის მმართველობას იკვლევენ თუ როგოგორ მიაღწია უზარმაზარ
წარმატებებს.
ისტორია 7 კლასი.
სტანდარტი: 1, 2, 3, 4, 8, 10.
საკლასო მუშაობის
შეფასების სქემა.
კრიტერიმები
|
1–2
|
3–4
|
5–6
|
7–8
|
9–10
|
ჩართულობა
|
მოსწავლემ საერთოდ არ იცის ისტორიული
ფაქტები
|
მოსწავლე ისტორიულ ფაქტებს ნაკლებად
იცნობს და ვერ აკავშირებს მოვლენას ეპოქასთან.
|
მოსწავლემ იცის ზოგიერთი ფაქტები
მაგრამ ვერ აკავშირებს ისტორიულ ეპოქასთან .
|
მოსწავლეს შეუძლია ფაქტების
მოვლენების განსაზღვრა , მაგრამ ბოლომდე არ შეუძლია ისტორიული მოვლენების ერთმანეთან
დაკავშირება.
|
მოსწავლეს სხარტად შეუძლია დააკავშიროს
ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.
|
მასალის მოძიება
|
მოსწავლე არ იცნობს პოლიტიკურ
მოღვაწეს
|
მოსწავლე ნაკლებად იცნობს პოლიტიკუტ
მოღვაწებს .
|
მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს,მაგრამ
ვერ აცნობიერებს მის როლს ისტორიაში
|
მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური
მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის
ისტორიაში.
|
მოსწავლეს ბრწყივნალედ შეუძლია
იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
|
ჯგუფური მუშაობა.
|
მოსწავლე არ იცნობს იტორულ მოვლენას
თუმცა ცდილობს იაზროვნოს ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაზე.
|
მოსწავლე ზოგიერთ მოვლენას იცნობს
,მაგრამ კამათში არ ღებულობს მონაწილებას.მოსწავლემ იცის მოვლენა,მაგრამ უშვებს შეცდომებს მის ახსნაში.
|
მოსწავლემიცის მოვლენა მაგრამ
მის ახსნაში ხშირად უშვებს შეცდომებს.
|
მოსწავლეს შეუძლია ახსნას მოვლენები,
მაგრამ მსჯელობის დროს უშვებს უმნიშველო შეცდომებს.
|
მოსწავლეს კარგად შეუძლია ახსნას
,იმსჯელოს ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაზე. შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის
მდებარეობა რუკაზე.
|
Saturday, December 7, 2013
პროექტი
- პროექტის სახელწოდება: ძველი ლაზიკა და მისი მომავალი.
- პროექტის მთავარი იდეა: შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე მე 2 და მე 4 საუკუნეებში არსებული ლაზიკის სამთავრო და მისი დაარსების იდეა.
- პროექტის აქტუალობა:არქეოლოგიურმა გათხრებმა დადასტურა, რომ ლაზიკა იყო უდიდესი სამთავრო, მისი მთავარი ქალაქი ციხეგოჯი. დღეს სენაკთან ახლოს არის. ნოქალაქევი ანუ არქეოპოლისის გათხრები ადასტურებს, რომ ეს სამთავრო უდიდესი და უძლიერესი ყოფილა.
- პროექტის მიზნები:მოვიძიოთ მეტი ცნობები ამ ისტორიული ლაზიკის არსებობის სშესახებ და მისი მომავალი მშენებლობის იდეის განხორციელების დადებიტი და უარყოფითი შედეგები.
- მონაწილეთა ასაკი: IX და XI კლასები.
- ვადები/ხანგრძლობა: 26 XI 12 XII 2013 წელი.
- მოსალოდნელი შედეგი: ქალაქი ლაზიკა, რომელიც გაშენებულიიყო დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ ანაკლიიდან ყულევამდე. იგი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი უნდა ყოფილიყო თბილისის შემდეგ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ლაზიკის იდეა გაახმოვანა 2012 წლის 4 დეკემბერს ზუგდიდში სტუმრობისას. ყოფილი ხელისუფლების გათვლებით 2024 წლიდან ლაზიკას ნახევარი მილიონი მცხოვრები ეყოლებოდა.მშენებლობის დაწყება დაგეგმილი იყო 2012 წლიდან. სავარაუდოდ იგი უნდა გაშენებულიყო კოლხეთის ეროვნული პარკის ანაკლია –ჭურიის გზაზე.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახემძღვანელო "საქართველოს ისტორია".ინტერნეტი, აუდიო და ვიდეო მასალები, დოკუმენტური მასალები,რუკები, კონტურული რუკები,გამონათქვამები./ანაკლის მოსახლეობის აზრი./
- პროექტის მსვლელობა:ჯგუფური მუშაობა პროექტზე.დამოუკიდებელი სამუშაო./ინტერნეტი და მოძიებული მასალების გადმოცემა./პროექტის შეფასება რეალიზაცია ./დაგეგმილი მასალის შესრულება./პრეზენტაცია. /სამუშაო შედეგების/. შეფასება./კრიტერიუმები,საკუთარი შეფასება,პროექტის ხარისხის მთიანობაში შეფასება./
- საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრასთან ერთად,ეროვნულ სასწავლო გეგმის შესაბასთან კავშირში პროექტის განხილვა–გაანალიზება.
- პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა კუკავა .
- ხელმძღვანელის ელ .ფოსტა: kukavaleila@gmail.com
- პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: leilakukava.blogspot.com.
Friday, December 6, 2013
მოგესალმებით მეგობრებო
გამარჯობათ. მე ვარ ლეილა კუკავა ზუგდიდიდან ისტორიის მასწავლებელი .ვასწავლი დიდინეძის საჯარო სკოლაში.მთელ მსოფლიოს ვუსურვებ მშვიდობას.
'მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მინდა მთელი მსოფლიოს ბავშვები ბედნიერები იყვნენ, მათ არ იცოდნენ თუ რა არის ომი. მივესალმები ჩემს მეგობრებს .დამიკავშირდით , მენატრებით. თქვენი ლეილა.
'მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მინდა მთელი მსოფლიოს ბავშვები ბედნიერები იყვნენ, მათ არ იცოდნენ თუ რა არის ომი. მივესალმები ჩემს მეგობრებს .დამიკავშირდით , მენატრებით. თქვენი ლეილა.
Subscribe to:
Posts (Atom)